
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტული კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა.
ქვედა საფეხურზე მე-6ა და მე-7ა კლასებს შორის ჩატარდა ფინალური შეჯიბრი ფრენბურთში.
თამაში საინტერესოდ, კონკურენტულ გარემოში წარიმართა.
პირველი ადგილი დაიკავა მე-6ა კლასის გუნდმა. გამარჯვებულებს გადაეცათ თასი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: