„პატარა დიდოსტატები“ - დაბა სიონის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი გაიმართა 
06-03-2026

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი, რომელიც ll, lll, lV კლასების მოსწავლეთა შორის მოეწყო. 

ტურნირი სახელწოდებით - „პატარა დიდოსტატები“ საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და „პატარა დიდოსტატების“ წოდებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203