„საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, მოსწავლეს მატებს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას და პასუხისმგებლობას“-ქუთაისის N4 სკოლის პედაგოგი დავით მოდებაძე
05-03-2026

დავით  მოდებაძე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგია, რომელმაც პროფესია ბავშვებისა და სპორტის სიყვარულით აირჩია, დღეს კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და ჯანმრთელი მომავალი თაობის ფორმირებაში. 

მისი თქმით, სკოლა მოსწავლეებს უნდა ეხმარებოდეს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, ამისთვის კი ცოდნასთან ერთად აძლევდეს ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი დავით მოდებაძე პასუხობს. 

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ჩავრთავთ უფროსებთან ერთად საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში, ეს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებასაც შემატებს და პასუხისმგებლობასაც.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მოტივაციის ამაღლება, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს წახალისება, შექება, დარიგება, მაგალითის  მიცემა.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ... 

- ისეთ უნარ-ჩვევებსაც, რომლებიც გამოადგება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ავითარებს კომუნიკსციის უნარს, მარტივად ძლევენ სირთულეებს, ამხნევებენ და ეხმარებიან ერთმანეთს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლე აქტიური მონაწილეა, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული და მოსწავლე ორიენტირებულია პროცესზე.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს.... 

- საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, პასუხისმგებლობის უნარი.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- სპორტისა და ბავშვების სიყვარულმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203