„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც ვუჩვენებთ პირად მაგალითს“ - ქუთაისის N4 სკოლის მასწავლებელი მაკა კახიძე
06-03-2026

მაკა კახიძე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს პოზიტიურ სასწავლო გარემო უქმნის, კონსტრუქციულ უკუკავშირს აძლევს და ახალისებს მათ კრიტიკულ აზროვნებას. მისი თქმით, მოსწავლეს პასუხისმგებლობას პირადი მაგალითით ვასწავლით. ამ მიდგომებით კი მომავალ თაობას წარმატებისკენ უბიძგებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა კახიძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
 
- პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა თვითონ პედაგოგი, ანუ  ვუჩვენებთ პირად მაგალითს.
       
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
 
- პოზიტიური სასწავლო გარემო და კონსტრუქციული უკუკავშირი, როგორც მასწავლებლის, ისე მშობლის მხრიდან.
 
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ... 
 
- კრიტიკულ აზროვნებას და ცხოვრებისეულ უნარებს.
 
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
 
- ის ავითარებს ნდობის, ურთიერთმხარდაჭერისა და გუნდური მუშაობის უნარებს, რაც საზოგადოებასთან ინტეგრირებაში გეხმარება.
 
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
 
- შესაძლებელია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა.
 
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
 
- კრიტიკული აზროვნებაა.
 
-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
 
- ენისა და კულტურისადმი დიდმა სიყვარულმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203