
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საქართველოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლში ღონისძიებით გამოეხმაურნენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს დიდი ქართველი ძლევამოსილი მხედართმთავრის - დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ისტორიის მასწავლებელმა სულიკო შავაძემ.
დავით მეფეს პიროვნული ღირსებებისა, ქვეყნისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა ხოლო ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მის ხსენების დღედ 8-თებერვალი დააწესა.
იხილეთ ფოტოები: