დედის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი საგაზაფხულო დღესასწაული მოაწყვეს
06-03-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლ​აში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

დედის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი თამარ კობახიძე) ნამდვილი საგაზაფხულო დღესასწაული მოაწყვეს.

პატარებმა საკუთარი ხელით, დიდი სიყვარულით მოხატეს ქოთნები, შიგ გაზაფხულის მახარობელი იები ჩარგეს და დედებს ფერადი მისალოცი ბარათებით მიულოცეს ეს დღე.

ბავშვების თვალებით დანახული გაზაფხული და მათი თბილი ხელებით შექმნილი საჩუქრები მართლაც ყველაზე ძვირფასი რამ არის დედისთვის. 

„დედის დღე განსაკუთრებული თარიღია, რომელიც სიყვარულის, მადლიერებისა და სითბოს გამოხატვის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს დღე გვახსენებს იმ უსაზღვრო მზრუნველობას, რომლითაც დედები ყოველდღიურად გვამაგრებენ და გვაძლიერებენ. დედა არის პირველი მასწავლებელი, მრჩეველი და უერთგულესი მეგობარი, რომლის სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გვამხნევებს. სწორედ ამიტომ, დედის დღე არის მადლობისა და პატივისცემის გამოხატვის ყველაზე გულწრფელი დღესასწაული“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს ლამაზი გრძნობების გაზიარებას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203