
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას.
სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
ბავშვებმა ერთმანეთს წიგნის კითვის სიხარული გაუზიარეს, პლაკატიც დაამზადეს და თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.
„ეს დღე ნამდვილად განსაკუთრებული იყო სითბოთი, ემოციითა და ბავშვების საოცარი ჩართულობით სავსე. უზარმაზარი შრომა და სიყვარული ჩადეს მარი საგინაძემ და ირინა ბოლქვაძემ, რისთვისაც გულითადი მადლობა მათ ბავშვების ასეთი მონდომება, აქტიურობა და სიხარული ყველაზე დიდი შედეგია ჩვენი განსაკუთრებით სასიამოვნო იყო პრიზების გადაცემა და მათი ბედნიერი თვალების ნახვა – სწორედ ასეთი დღეები გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი და კითხვა ჩვენს ცხოვრებაში. გიყვარხართ და მადლობა ამ ლამაზი დღისთვის!“,- წერს პედაგოგი ნანა ხიმშიაშვილი.
იხილეთ ვიდეო: