მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
06-03-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს. 

მზრუნველმა და მოსიყვარულე დამრიგებელმა პატარები არაერთ შემოქმედებით აქტივობაში ჩართო და ბავშვებს ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართ გულწრფელი ემოციებისა და ლამაზი გძნობების გამოხატვის არეალი მისცა. 

ბავშვებმა დედებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„დედა არის პირველი სიყვარული, ყველაზე თბილი სიტყვა და უპირობო ზრუნვა.
თქვენი სითბო თქვენი შვილების  ძალაა, თქვენი რწმენა - თქვენი შვილების წარმატების საფუძველი.
გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უსაზღვრო სიხარულს თქვენი შვილებისგან. დედიკოებო, გილოცავთ დედის დღეს!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203