
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული არაერთი ღონისძიება იმართება.
5-18 თებერვალს ჩვენს სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი შაშში. ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი აქტიურობა და სპორტული სულისკვეთება გამოავლინეს.
ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები საინტერესო და დაძაბულ პარტიებს ატარებდნენ. ტურნირი წარიმართა მეგობრულ და სამართლიან გარემოში.
შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
I-II კლასები:
1 დავით აკოპიან;
2 ნარე აროიან;
3 გაგიკ პეტროსიან;
4.ავრორა შახბაზიან.
IV, V, VI კლასები:
1 ნარეკ აკოპიან;
2 სერგეი კაზარიან;
3 მაქსიმ მადოსიან;
4. კიმა შახბაზიან.
VII, VIII, IX კლასები:
1. გორ აკოპიან;
2. ტიგრან აკოპიან;
3. ანი აკოპიან;
4.ანი პოგოსიან.
X, XI, XII კლასები:
1. ჰრანტ პოგოსიან;
2. ანაჰიტ პოგოსიან;
3. სამველ ხაჩატურიან;
4. ლევონ აკოპიან.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
„ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: