„გარემო და ჩვენი ჯანმრთელობა“ - მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო პროექტი ხარების საჯარო სკოლაში
06-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში მე-11 და მე-12  კლასელების მონაწილეობით განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.

აქტივობის შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინფორმაციო პოსტერი. პროექტმა აჩვენა, რომ მოსწავლეები კარგად აცნობიერებენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობას კაცობრიობის ჯანმრთელი მომავლისთვის. 

მოსწავლეებმა პლაკატზე ასახეს ეკოლოგიური პრობლემები და მათ გავლენა ჯანმრთელობაზე და გამოსავლის მოძებნასაც შეეცადნენ. 

„მადლობას ვუხდით ბიოლოგიის მასწავლებელს, თეა შაინიძეს, საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვისთვის და მოსწავლეებს, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203