ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე ორი საგნის ინტეგრირებულ გაკვეთილზე იმსჯელეს
06-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, 24 თებერვალს VII კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც გეოგრაფიისა და ინგლისური ენის გაერთიანებით წარიმართა და მისი თემა იყო - Climate Change (კლიმატის ცვლილება)

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და შედეგების გააზრება, გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება და თემასთან დაკავშირებული ინგლისურენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების გამომწვევ ფაქტორებზე, გლობალურ დათბობაზე და გარემოზე ადამიანის ზემოქმედებაზე. აქტივობების ფარგლებში მათ გამოიყენეს ინგლისური ენა თემასთან დაკავშირებული სიტყვებისა და წინადადებების შესადგენად, იმუშავეს ჯგუფურად და წარმოადგინეს მცირე პრეზენტაციები. 

გაკვეთილის დასასრულს ნახეს ვიდეორგოლი: მაიკლ ჯეკსონის - „დედამიწა“.  Michael Jackson's earth 

„გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, ასევე კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას“,- გვეუბნებიან ხელმძღვანელი პედაგოგები. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლეილა ტარიელაძე (ინგლისური ენა) და ლეილა ბუთხუზი (გეოგრაფია). 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203