ნაბახტევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს 
05-03-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში 3 მარტი გამორჩეულად აღინიშნა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე. დედის დღის ზეიმი იყო ძალიან თბილი და ემოციური. ბავშვებმა სიყვარულით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და პატარა საჩუქრები, მისალოცი ბარათები, რაც განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა დედებისთვის. ღონისძიებაზე იგრძნობოდა სითბო, მადლიერება და პატივისცემა. 

ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი ბავშვების ცხოვრებაში და რამდენ სიყვარულსა და ძალას გვაძლევს მათი სითბო და მზრუნველობა ყოველდღიურად. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პირველი კლასის დამრიგებელი ეკატერინე თედეშვილი. მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა, მაია რიჟამაძე.

მე-2 კლასის ხელმძღვანელი თეონა გელაშვილი გახლავთ, მე-3 კლასის დამრიგებელი კი ანა ხმალაძეა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203