არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში ირიცხებიან და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან 
09-03-2026

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან. 

სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა - დემეტრე გუჩმაზოვმა და დავით ხაჭაპურიძემ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების ამპლუაში, მუნიციპალიტეტის მერს - გენადი ბალანჩივაძეს წარუდგინეს იდეა „გარემოსდაცვითი კვირეულის“ ჩატარების შესახებ. 

იდეა მოიაზრებს სხვადასხვა ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი თემატიკის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრებსა და თემატურ აქტივობებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის მიზანია აამაღლოს ცნობიერება მონაწილეებსა და მოქალაქეებში, საზოგადოების, ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების გაერთიანებით შეიქმნას შედეგზე ორიენტირებული ჯგუფი, რომელიც გაუფრთხილდება გარემოს და შექმნის საფუძველს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, როგორც მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების სივრცის ჩამოყალიბებას.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ახლახანს დამტკიცდა და მის წევრებად არჩეულნი არიან სკოლა "ოცნების" მოსწავლეები - დემეტრე გუჩმაზოვი, დავით ხაჭაპურიძე და ელენე იობიძე.

მრჩეველთა საბჭო იმუშავებს ახალგაზრდულ პროექტებზე და მერს შესთავაზებს ახალგაზრდებისთვის საჭირო და საინტერესო ინიციატივებს, რომელთა განხორციელებაშიც თავადაც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ ინიციატივაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ მნიშვნელოვან სიახლეს სიამაყით გვიზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203