ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა სითბოთი და სიყვარულით სავსე გაკვეთილი
06-03-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედის დღე ორიგინალურად აღნიშნეს. 

მე-3 კლასის დამრიგებელმა, ლანა კილაძემ მოსწავლეებს გააცნო კრეატიული „მათემატიკური“ გაკვეთილის თემა - დედის დღე. 

პირველი აქტივობა იყო მათემატიკური ამოცანები, რომლებიც დაკავშირებული იყო დედაზე თბილი სიტყვების შექმნასთან. მოსწავლეებს უნდა გაეხსენებინათ და დაეწერათ სიტყვები, როგორიცაა „სიყვარული“, „მზრუნველობა“, „ბედნიერება“ და შემდეგ შეექმნათ მათემატიკური ამოცანები, რომლებიც ამ სიტყვების ასოებით იყო დაკავშირებული.

გაკვეთილის დასასრულს, ყველა მოსწავლემ საყვარელ დედიკოებს გადასცა ხელოვნების გაკვეთილზე დამზადებული ბარათები და კალათები. მათი ნამღერი სიმღერა დედაზე გულშიჩამწვდომათ ჟღერდა.

„ეს იყო სითბოთი და სიყვარულით სავსე გაკვეთილი, რომელმაც ყველა მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, გამოეხატათ თავიანთი გრძნობები და მადლიერება დედების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203