
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახალხან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო და შემოქმედებითი ინგლისურენოვანი პროექტი თემაზე - „ჩემი ქუთაისი“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს ინფორმაცია ულამაზესი ქუთაისის ღირსშესანიშნაობებზე: ბაგრატის ტაძარზე, გელათის მონასტერზე, თეთრი ხიდზე, ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრზე, პრომეთეს მღვიმეზე, სათაფლიის მღვიმეზე და ქალაქის ულამაზეს პარკებზე.
პროექტის განსაკუთრებულობას წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის დახმარებით ქუთაისის ღირსშესანიშნაობები წარმოდგენილი იქნა უფრო სანახაობრივად, თანამედროვე და სახალისო ფორმით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას, ასევე უღვივებს მათ სიყვარულს საკუთარი ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ პედაგოგი სოფიო აფხაძე.
იხილეთ ვიდეო: