
ცაგერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მომსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ ახალისებენ მათ შემოქმედებითობას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის მიღწევები დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი სიყვარულზე. ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნონა ბერიძე ერთ-ერთი იმ პედაგოგთაგანია, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და თავისი პროფესია. მისი აღსაზრდელები გამოირჩევიან სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნონა მასწავლებელი ყოველთვის გამოირჩევა შინაარსიანი და მიზანმიმართული ღონისძიებებით, რომლებიც მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას უწყობს ხელს.
სწორედ, ასეთი ლამაზი და ღრმაშინაარსიანი ღონისძიება ჩაატარა თავის სადამრიგებლო (მე-4 კლასი) კლასში დედის დღესთან დაკავშირებით. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებელს შემოქმედებითი მიდგომებისთვის.
„მადლობა, ნონა მასწავლებელს. კვლავ ულევ წარმატებას ვუსურვებთ თავის მოსწავლეებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.