თბილისის N46 საჯარო სკოლაში პოეტს უმასპინძლეს 
06-03-2026

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს. 

2 მარტს სკოლას ეწვია პოეტი, მირანდა ერისთავი. მოსწავლეებთან შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა თავისი ლექსები, ისაუბრა პოეზიაზე, საყვარელ პოეტებზე, უპასუხა ბავშვების შეკითხვებს.

„ქალბატონმა მირანდამ ერთი რიგითი დღე გაგვილამაზა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პოეტს მასპინძლობისთვის. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ნათია დარახველიძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203