
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
მე-10 კლასელი ანა ონიანს აქტიურად შეუერთდა კავკასიის სამართლის სკოლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას და აბიტურიენტების იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ანა ონიანს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტისგან გადაეცა სერტიფიკატი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ანას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.