
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება - „საქართველო - სამშობლო ჩემი!“
VII-VIII-X კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატურად დატვირთული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქრისტიანობის მნიშვნელობაზე.
მაღალ დონეზე შეასრულეს საგალობლები (მუსიკის მასწავლებელი - ნატა გახარია).
კონკურსი შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: რეჟისორი დათიკო დარსალია, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მაკა მეგრელიშვილი და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე - თაკო თოლორდავა.
ღონისძიება მიჰყავდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ირმა თოდუას.
მოსწავლეთა შემოქმედებამ დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: