ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
05-03-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N4 საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებს 3 მარტი, ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

ღონისძიებამ არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა და მშობელთა გულები სიამაყით აავსო. 

„ძვირფასო დედებო, გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მუდამ ღიმილს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ განსაკუთრებულ დღესასწაულს ყველა დედას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203