
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქართული ენის გაკვეთილი ზღაპრულ თავგადასავლად იქცა.
პატარები აქტივობის - „წაიკითხე და იმოძრავე!“ ფარგლებში, მოთხრობის გმირებად იქცნენ. დამალულ კონვერტებში, რომლებშიც იყო ზღაპრების ნაწყვეტები, მოსწავლეებმა ჯერ მოძებნეს ისინი, ხოლო შემდეგ წაიკითხეს… შემდეგ კი გააცოცხლეს ისინი ნამდვილი მოძრაობებით!
პეპი უდარდელად დასეირნობდა, წითელქუდა გარბოდა ტყეში, ხოლო ჰარი პოტერი დაფრინავდა ცოცხზე… ასე ხდება, როცა კითხვა ხდება თავგადასავალი!
იხილეთ ფოტოები: