თეატრის სცენაზე გაცოცხლებული ზღაპარი და შთაბეჭდილებებით დატვირთული საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელები
05-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები სასწავლო პროცესის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის I კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობდნენ, სადაც სპექტაკლი - „სამი გოჭი“ ნახეს. 

თეატრის სცენაზე გაცოცხლებული ზღაპარი მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სანახავი აღმოჩნდა. 

„უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203