
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურდ არიან ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიღეს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებზე და ბადმინტონის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს.
მოსწავლეები რეგიონის ჩემპიონები გახდნენ, ახლო მომავალში კი აღმოსავლეთ საქართველოს შეჯიბრისთვის ემზადებიან.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ შემდეგ ეტაპზეც გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: