
„მეგობრობა გრძელდება“- ამ სახელწოდებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმნის და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მორიგი მეგობრული შეჯიბრი გაიმართა ფეხბურთსა და შაშში.
შეხვედრა 26 თებერვალს შედგა და აქტივობაში ორივე სკოლის საბაზო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ამ ღონისძიებას გარდა საყუნეთისა და ალათუმანის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა, ასევე დაესწრნენ ახალციხის მერიის წარმომადგენელი, ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს კი ხაზს უსვამს ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩართულობას ახალგაზრდულ და კულტურულ ღონისძიებებში.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ტოლერნტობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. აქტიური მონაწილება მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთობლივად განივითაროს სოცალური ,კომუნიკაცური და ორგანიზაციული უნარები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენ მათ სამომავლო, სასწავლო და სოცალური აქტივობების წარმატებით განხორციელებაზე. ეს ღონისძიება ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ენობრივი და კულტურული გარემოს, სკოლებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, რაც განაპირობებს მოსწავლეთა გათვითცნობიერებას და სხვადასხვა კულტურისა და საგანმანთლებლო გარემოსდმი პატივისცემის მნიშვნელობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: