ფიროსმანის საჯარო სკოლის პროექტ „ექვთიმეს“ წევრებმა 1921 წლის თებერვლის მწუხრი დღეები გაიხსენეს 
05-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში პროექტი  - „ექვთიმე“ წარმატებით გრძელდება. პროექტის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

პროექტ „ექვთიმეს“ წევრებმა 23 თებერვალს, თებერვლის მძიმე, მწუხრი დღეები და თებერვლის გმირები გაიხსენეს.

ანა ბოლქვაძემ, მარიამ სურმანიძემ, სალომე ბერიძემ, გიორგი სურმანიძემ, გიორგი წილოსანმა, ნიკა ხოზრევანიძემ, სალომე ბოლქვაძემ, ლელა შანთაძემ, ნუკი გორგაძემ, გვანცა სურმანიძემ, სანდრო სურმანიძემ, ალეკო ფუტკარაძემ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გახსენეს და ქართველ იუნკრეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“. 

პროექტის ხელმძღვანელი ლეილა ტარიელაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203