
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორენიის საჯარო სკოლა, დირექტორის რუბენ ვარდანიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას იღებს, არამედ სწავლობს პასუხისმგებლობას, დამოუკიდებელ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ უნარებს.
დირექტორი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ყალიბდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს არჩევანის უფლებას ვაძლევთ, ვაკისრებთ რეალურ ვალდებულებებს და საკუთარ მაგალითზე ვაჩვენებთ პასუხისმგებლიან ქცევას. მისი თქმით, წარმატებისკენ ბავშვს მიზანი, რწმენა და სურვილი უბიძგებს, ხოლო სწავლა მაშინ ხდება საინტერესო, როცა იგი მოსწავლის ინტერესებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვაძლევთ არჩევანის უფლებას, ვაკისრებთ რეალურ ვალდებულებებს, ვასწავლით შეცდომებზე სწავლას და თავადაც პასუხისმგებლიანი ქცევის მაგალითს ვაძლევთ.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მიზანი, რწმენა და სურვილი.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ღირებულებებს, პასუხისმგებლობის გრძნობას, კრიტიკულ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ უნარებს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ისინი ქმნიან უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რაც აძლიერებს ნდობას, ანვითარებს თანამშრომლობის უნარს და ქმნის უსაფრთხო, მხარდამჭერ სასწავლო გარემოს.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- იგი დაკავშირებულია მოსწავლის ინტერესებთან პრაქტიკულ გამოცდილებასთან და აქტიურ მონაწილეობასთან.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- არის დამოუკიდებლად აზროვნება, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი,როგორც სწავლაში, ისევე ცხოვრებაში.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ბავშვების სიყვარულმა და მათ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილმა.