
გაზაფხულის პირველ დღესასწაულზე, როდესაც სიყვარულსა და მადლიერებას განსაკუთრებული ძალა აქვს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყვეს. მათ გადაწყვიტეს, ტრადიციული მილოცვა ინოვაციური ხედვით ჩაენაცვლებინათ და საკუთარი ემოციები ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით გადმოეცათ.
აღსანიშნავია, რომ ეს შემოქმედებითი პროცესი სასკოლო ცხოვრების ნაწილია: ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ვენერა მღებრიშვილი, მოსწავლეებს ყოველკვირეულად უტარებს მასტერკლასებს თემაზე -„როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სწავლის პროცესში“.
სწორედ ამ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გამოიყენეს ბავშვებმა პრაქტიკაში: შექმნეს უნიკალური ანიმაციები და, რაც მთავარია, თავადვე გაახმოვანეს ქართულ ენაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლა სომხურენოვანია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიაბნ, ეს იყო ტექნოლოგიებისა და ენის შესწავლის საუკეთესო სინთეზი. ციფრულმა სამყარომ ყველაზე გულწრფელი ადამიანური გრძნობების გაცოცხლება შეძლო. ამ პროექტით ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ხელსაწყოები საუკეთესო გზაა შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისთვის.
სკოლაში გვიზიარებენ მოსწავლეთა შექმნილ ნამუშევარს, რომელიც სიყვარულით ეძღვნება ყველა დედას:
ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6,