
თბილისის N141 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანებების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
სააქტო დარბაზში IIგ კლასის ხელმძღვანელმა- ნათია კიკალიშვილმა და მუსიკის პედაგოგმა-ბელა ვეფხვაძემ ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება .
სცენაზე შესრულდა ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი ნომრები, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ტექსტები დედაზე, ქართველ მწერალთა მოგონებებიდან; გაითამაშეს ეპიზოდური როლები მოთხრობიდან - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, სცენაზე გააცოცხლეს და გააშარჟეს ქართველი დიასახლისები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეპიზოდები ღონისძიებიდან ერთდროულად იყო სევდიანიც და მხიარულიც, რამაც დადებითი და სასიამოვნო განწყობა შეუქმნა მაყურებელს.
იხილეთ ფოტოები: