„დედავ -სიცოცხლის დიდო საწყისო“ - ლამაზი ღონისძიება  ბერძენაულის საჯარო სკოლაში
05-03-2026

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „დედავ -სიცოცხლის დიდო საწყისო“.

მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს განსაკუთრებული დღე საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით წარდგნენ. ლექსებმა, სიმღერებმა და მუსიკალურმა ნომრებმა სკოლაში განსაკუთრებული განწყობა დაატრიალა. 

მოსწავლეებმა გულწრფელი ემოციები და პატივისცემა გამოხატეს ყველაზე ძვირფასი ადამიანებისადმი და ხოტბა შეასხეს მათ როლსა და ამაგს. 

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203