
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ყველაზე ძვირფასი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მუსიკის მასწავლებელმა ნესტან ქურდიანმა.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ ნესტან ქურდიანს ლამაზი საღამოსთვის და ხარობენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით.
„დედიკოებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: