
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
სწორედ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა პირველკლასელთა აქტივობები.
lბ კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის - სალომე ანთაძის ხელმძღვანელობით, არაერთ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და ყველაზე ძვირფას ადამიანებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.
სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ დედა ის ადამიანია, ვისითაც იწყება ჩვენი სამყარო. მისი სითბო, სიყვარული და ზრუნვა გვაძლევს ძალას, გვასწავლის სიკეთეს და გვიკვალავს გზას ცხოვრებაში. დედის თვალებში ვხედავთ უპირობო სიყვარულს, მის გულში კი - უსაზღვრო მოთმინებასა და თავდადებას.
დედა ჩვენი პირველი მასწავლებელია, პირველი მეგობარი და ყველაზე ძლიერი საყრდენი. მისი სიტყვები გვამხნევებს, მისი ჩახუტება გვამშვიდებს, მისი რწმენა კი გვაძლიერებს!
„გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და უსაზღვრო სიყვარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.