სასკოლო ფორმებით, სახელმძღვანელოებით და ყველა საჭირო ინვენტარით სკოლებს  შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მოამარაგებს - დეტალებზე მინისტრი საუბრობს
05-03-2026
სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, მიმდინარე წელს ახალი შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ იწყებს ფუნქციონირებას.
 
„ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით.
 
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა აღნიშნული ფორმების შეძენა და შემდგომში რეალიზაცია. ამასთანავე, სკოლების მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
 
სამინისტროს ინფორმაციით  შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორის თანამდებობაზე მიხეილ ყუფარაძე დაინიშნა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მიხეილ ყუფარაძე სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციას იკავებდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203