„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“- თბილისის N54 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება 
05-03-2026

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანების - დედების მიმართ სითბოს, სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვას ემსახურებოდა. 

I კლასში კიდევ ითქვა ყველაზე მთავარი სიტყვა - „მადლობა, დედა“.ღონისძიება „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე გამოვიდა.

მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

„დედის სახელი ჩუმადაც ლოცვას ჰგავს, დღეს ამ ლოცვით სავსე იყო ჩვენი სივრცე“,- ასე აფასებენ ლამაზ ღონისძიებას სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნათია ჭაბუკიანი და ნანა მუხაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203