„მრავალფეროვანი თბილისი“ - თბილისის N46 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
05-03-2026

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

10 თებერვალს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს მუშაობა პროექტზე - „მრავალფეროვანი თბილისი“. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ, აზერბაიჯანის კულტურულ ძეგლებს, იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შეტანილ მემკვიდრეობას, კულტურულ თავისებურებებს და სხვა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოში და თბილისში დაბადებულ აზერბაიჯანელ მწერლებზე, პოლიტიკოსებზე, მსახიობებსა და საზოგადო მოღვაწეებზე.

„პროექტული სწავლების ფარგლებში, მოსწავლეები აგრძელებენ თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, ჩვენი თანაქალაქელების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას“,- გვეუბნება პედაგოგი თინათინ ქველიაშვილი და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203