ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული საგმირო ლექსები საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს 
05-03-2026

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატიოტული გრძნობების გაძლიერების მიზნით არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს საგმირო ლექსები ქართული ხალხური პოეზიიდან (მასწავლებელი თეონა ბაკურაძე).

თემასთან დაკავშირებით შეასრულეს ჯგუფური სამუშაო - ჩვენი ქვეყნის ისტორიული სინამდვილის გათვალისწინებით, იმსჯელეთ, რა უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ხალხური საგმირო ლექსების მთქმელი მეტისმეტად მკაცრი და მომთხოვნია?

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წამოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203