
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი არა მხოლოდ სასწავლო-შემეცნებითი, არამედ სახალისო და თავშესაქცევია.
პედაგოგები განსაკუთრებულად დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ.
საბავშვო ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეების ფანტაზიის გასაღვიძებლად, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ნანა ბეზარაშვილის მოთხრობა - „თოჯინა“ და გადაწყვიტეს თავადაც შეექმნათ საკუთარი ხელნაკეთი თოჯინები.
როგორც მოსწავლეთა პედაგოგი თამარ მასხარაშვილი-ჯაფარიძე გვეუბნება, მშობელთა ჩართულობით თოჯინების დამზადება არა მხოლოდ მხიარული და დასამახსოვრებელი, არამედ ძალზე ღირებული პროცესი აღმოჩნდა. პედაგოგი დასძენს, რომ ფრაზამ მოთხრობიდან - „შენი ხელნაკეთი მაინც სულ სხვაა“ ბინა დაიდო თითოეული მოსწავლის გულში.