უფროსი მეგობრების საჩუქარი პირველკლასელებს - ქუთაისის N16 სკოლის მე-5 კლასელებმა ორიგინალური პაზლები შექმნეს
05-03-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

24 თებერვალს სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო. მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პროგრამა PowerPoint-ის გამოყენებით, თავად შექმნეს ორიგინალური პაზლები. რაც მთავარია, ეს ნამუშევრები მხოლოდ ციფრულ ფორმატში არ დარჩენილა - ბავშვებმა ისინი ამობეჭდეს და პირველი კლასის დამრიგებელს თავიანთი პატარა მეგობრებისთვის საჩუქრად გადასცეს.

პრეზენტაციას სკოლის დირექცია, მასწავლებლები და პირველი კლასის დამრიგებელი ესწრებოდნენ. ყველაზე დიდი ჯილდო კი ის სიხარული და გაბრწყინებული თვალები იყო , რომელიც ჩვენს პატარებს საჩუქრების მიღებისას ჰქონდათ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს პრაქტიკული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება. ასევე, ხელს უწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და შემოქმედებითი უნარების ამაღლებას.

მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ. 

V კლასის დამრიგებელია მაია ფხაკაძე, I კლასს კი პედაგოგი ნანო ტაბეშაძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203