
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია, ამის ნათელი მაგალითია მე-5 კლასში ჩატარებული თემატური გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში კოსმოსისა და პლანეტების შესახებ.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეები პატარა კოსმონავტებად იქცნენ.
„გაკვეთილი აქტიური, ხალისიანი და შემეცნებითი გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: