
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მათ შორის, მათემატიკის მასწავლებლის - ლიანა დილიმაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა - „მათემატიკის კონფერეცია“.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები.
კონფერენცია მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, როგორ გვხვდება მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: