წიგნიერების დღესასწაული უფლისციხის საჯარო სკოლაში
05-03-2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. 

ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის წახალისება და პოპულარიზაცია მოსწავლეებში.

ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკარმა და პედაგოგებმა გადაწყვიტეს პატარა მკითხველებისთვის საგანგებოდ შერჩეული ნაწარმოებების წაკითხვა, ბავშვებმა მოისმინეს ვაჟა ფშაველას, ნოდარ დუმბაძისა და რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობები და ნაწყვეტები, აქტიურად ჩაერთვნენ მოსმენილი ნაწარმოებების განხილვაში, დაახასიათეს პერსონაჟები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში. 

IX კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ო’ჰენრის მოთხრობა „უკანასკნელი ფოთოლი“,  გააანალიზეს ტექსტის შინაარსი, უპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს და შეასრულეს ტექსტთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობები.

„მადლობას ვუხდით ჩვენს პატარა მსმენელებსა  და აქტივობის ორგანიზატორ მასწავლებლებს.
თქვენი შრომა, ენთუზიაზმი და სიყვარული წიგნების მიმართ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და საოცარია იმ უკიდეგანო სივრცეში მოგზაურობა, რომელსაც წიგნების სამყარო ჰქვია“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203