
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო პრაქტიკული აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი, რომელიც მოიცავდა აქტივობას - „მარტივი ელექტრონული წრედის აწყობა“. სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო მანანაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და პედაგოგი სიმაყით აავსეს.
„ჭკვიანები და ყოჩაღები! ასეთი მოტივირებულები არიან მე-6 გაკვეთილზეც“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო მანანაძე.
იხილეთ ფოტოები: