ქინძათის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურით შეივსო 
05-03-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამდიდრდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან რესურსს, შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წელს ბიბლიოთეკა შეივსო ახალი მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურით.

11 თებერვალს კი სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო ახლად შეძენილი ლიტერატურის მიმოხილვა.

„ბიბლიოთეკის განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან წიგნი ცოდნისა და განვითარების მთავარი წყაროა. მოსწავლეებო, გთხოვთ, აქტიურად ეწვიოთ ბიბლიოთეკას და აღმოაჩინოთ ახალი საინტერესო წიგნები“.- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203