„25 თებერვალი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ - პატრიოტული ღონისძიება დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
05-03-2026

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს გამოეხმაურნენ.

სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „25 თებერვალი ბრძოლა თავისუფლებისთვის“. 

მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს 1921 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე და იმ უთანასწორო ბრძოლაზე, რომელიც თბილისის მისადგომებთან გაიმართა. მოსწავლეებმა ოკუპაციის შედეგებიც აღნიშნეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვს ბრძოლას შეწირულ იუნკერთა გმირობას გაუსვეს ხაზი.

„1921 წელს საქართველოში შემოვიდა  წითელი მე-11 არმია, რის შედეგადაც დასრულდა საქართველოს დემოკრატოული რესპუბლიკის არსებობა, რომელმაც სამი წელი იარსება“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და  წაიკითხეს  მარო მაყაშვილის დღიურებიდან ამონარიდები, გაიხსენეს ბრძოლის დროს დაღუპული გმირები, წუთიერი დუმილით, მიაგეს პატივი მათ ხსოვნას. ასევე შექმნეს ნახატები აღნიშნულ თემატიკაზე.

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ლელა ბუჩუკური და თამარ დიასამიძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203