
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ნინო გუგუციძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მე-10 კლასის მოსწავლემ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ზედა ვანის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო გუგუციძეს და მის გუნდს - „ნიკეს“, კალათბურთის საერთაშორისო ტურნირ QSI international school -ში ჩემპიონობას.
6 თამაშიდან ექვსივე „ნიკეს“ გამარჯვებით დასრულდა. გუნდი დამსახურებული ჩემპიონის სტატუსით დაუბრუნდა ვანს. წარმატებები „ნიკეს“ და ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: