
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
სითბოსა და სიყვარულის გამოსახატავად კი დედის დღე საუკეთესო დროა.
გაზაფხულის ყველაზე თბილი დღესასწაული დედა - ეს არის სიტყვა, რომელიც სიყვარულით იწყება და უსაზღვრო იმედით გრძელდება. დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ გადაეხადათ მადლობა მათთვის, ვინც ყოველდღიურად ულამაზებენ მათ სამყაროს თავისი სითბოთი, ზრუნვითა და მოთმინებით.
ამ ვიდეოკოლაჟში გაერთიანებულია ჩვენი ბავშვების გულწრფელი სიყვარული, რომელსაც ისინი დედების მიმართ გრძნობენ. გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და მუდმივ სიხარულს თქვენი შვილების წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზარებენ.
იხილეთ ვიდეო: