ყუმურის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ტოლერანტულ ღირებულებებს პლაკატი მიუძღვნეს 
05-03-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას, შემწყნარებლობას, ემპათიასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

აღსანიშნავია, მე-3 კლასში ჩატარებული „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი თემაზე „ტოლერანტობა„, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათია ხურციძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ტლერანტული ღირებულებების უკეთ გაზრებაში დაეხმარა. მოსწავლეებმა თემაზე პლაკატიც შექმნეს. 

„ულევ წარმატებას ვუსურვებთ ნათია მასწავლებელს საყვარელ მოსწავლეებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203