
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობაში განახორციელეს პროექტი - „ჩვენი განსხვავებულობა - ჩვენი ძალაა!“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თანასწორობის, მიმღებლობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების ჩამოყალიბებას, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის გააზრებას, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც მიმართული იყო ინკლუზიურისა და მრავალფეროვნების საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ.
მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, განსხვავდება შესაძლებლობებით, აზრებით, ემოციებით, ხედვებით და სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ნამდვილი ძალა. საზოგადოება მაშინ არის ძლიერი, როცა ის იღებს აფასებს და მხარს უჭერს თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა. შშმ პირებთან თანადგომა ნიშნავს თანასწორობას, პატივისცემას და ადამიანურ ურთიერთობებს.
„ვასწავლოთ ერთმანეთს მიმღებლობა, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად შევქმნათ სამყარო, სადაც განსხვავებულობა ბარიერი კი არა შესაძლებლობაა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას ტოლერანტულობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: