
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები გამორჩეულად აღინიშნა.
2 მარტს სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს ქალბატონებს დღესასწაულები და თავიანთი ხელით დამზადებული ორიგინალური საჩუქრებით გაუხარეს დედებს გულები.
ბავშვებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პლაკატებიც გამოფინეს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალური გზით დაუდასტურეს.
ზღაპრული სანახავი იყო როლური თამაშები, მინისპექტაკლები და ცეკვები, რომლებიც ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს მიუძღვნეს და მათ დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ბუნების მასწავლებელმა ლუსინე კალაჩიანმა.
იხილეთ ფოტოები: