
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში STEAM საგნების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე აისახება. სკოლაში წარმატებით მუშაობს STEAM კლუბი - „ევრიკა“.
ახალხან, კლუბმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელებს უმასპინძლა.
კლუბის ხელმძღვანელმა მოკლედ ისაუბრა პეოექტის შესახებ, წევრებმა კი გამოწვევბსა და მათ დაძლევაზე, წარმოადგინეს tinkercad-ში გაკეთებული მინი პროექტები.
STEAM კლუბი ახლახან სასწავლო რესურსებითაც დასაჩუქრდა.
„იმავე და ახალ პროქტებზე მუშაობას კი გააგრძელებენ STEM ნაკრებით, რომელიც დღეს გადმოგვეცა და ძალიან გაგვახარა წინ კიდევ ბევრი საინტერესო და ნაყოფიერი დღეებია“,- აღნიშნავენ სკოლაში და კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: