
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან და სიღმირეულ განათლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
„კარგ მოსწავლეებს კარგი პედაგოგები ზრდიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგ მაია ფხაკაძეს გვაცნობენ, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ბიოლოგიის მასწავლებლად ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში. მას არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული პროექტები აქვს განხორციელებული.
აღსანიშნავია, მისი მოსწავლეების წარმატება „ქი ქონსალთინგის“ გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სადაც პედაგოგის ხელმძღვანელობით, მომხსენებლად წარდგნენ - მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები: ნინი გობეჯიშვილი და მარიამ ძაძამია.
მათ წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარების გზები,განახლებადი ენერგიების გამოყენება“.
აღნიშნულ მოსწავლეებს გადაეცათ საპატიო სერტიფიკატები, როგორც აქტუალური თემის მომხსენებლებს და საკოლო პრაქტიკის გამზიარებლებს.
„ვულოცავთ მაია მასწავლებელს და მოსწავლეებს კონფერენციაში მიღწეულ წარმატებას და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოებას. არასოდეს იკარგება მასწავლებლის შრომა,თუნდაც მცირეკონტიგენტიან სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების წარმატება.
იხილეთ ფოტოები: